გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, „ტვ პირველთან“ თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას

ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ მისი დღევანდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, „ტელეკომპანია პირველის“ მხრიდან დადასტურდა დასახელებული ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებით პირადი ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური მცდელობების შესახებ.

გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, „ტვ პირველთან“ თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემ მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია, რომ „ტელეკომპანია პირველის“ მხრიდან დადასტურდა ჩემ მიერ დასახელებული ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებით პირადი ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური მცდელობების შესახებ.

გვინდა შევახსენოთ აღნიშნული მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომ კარგი თანამშრომლობის სტანდარტი კონსტრუქციულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც სამწუხაროდ, მათი მხრიდან არ ყოფილა დაცული. „ტვ პირველის“ წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მათ ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ შესაბამისი პასუხები. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან არჩეული იყო ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური გზები, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.

ყველა მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა. თუმცა თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს.

გვინდა მოვუწოდოთ „ტვ პირველის“ წარმომადგენლებს, ნუ მისცემენ დღევანდელ განცხადებას განსხვავებულ ინტერპრეტაციას, რადგან ბრიფინგზე არ ყოფილა ნახსენები აღნიშნული ტელეკომპანიისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხი.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება საშუალება გააშუქოს საარჩევნო პროცესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ და მომავალშიც ვიქნებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპების დამცველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების საპასუხოდ ჩართული მხარეებისგანაც მივიღებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას“,-აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობა იყო. მისი თქმით, არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების თუ ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მედიასაშუალებასთან თანამშრომლობის საკითხი გადაიხედება.

მოგვიანებით, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს „შაბათის ეთერის“ გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება. როგორც ნოდარ მელაძე აღნიშნავს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, ცესკოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში.

"ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? - აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ, რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ „ქართული ოცნების“ მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ?" - განაცხადა მელაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში