ნიკა მელია - არჩევნების შემდეგ პირველად ჩამოყალიბდება კოალიციური მმართველობა და წარსულს ჩაბარდება ოლიგარქიული, ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის მტკივნეული პრაქტიკა

26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მივა და გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც მეტია ვიდრე არჩევანი, ეს არის დღე, როდესაც ერთი ხმაც მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ქუთაისის ოფისის გახსნისას განაცხადა.

მელია დარწმუნებულია, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ნომერი 4-ით იქნება ძლიერად წარმოდგენილი მომავალ კოალიციაში, „რადგან არჩევნების შემდეგ პირველად ჩამოყალიბდება კოალიციური მმართველობა და წარსულს ჩაბარდება მტკივნეული პრაქტიკა ოლიგარქიული, ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობისა“.

„საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანს სურს არა უბრალოდ ცვლილებები, არამედ სჯერა ამ ცვლილებების, ეს არის მნიშვნელობანი. 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მივა და გააკეთებს იმ არჩევანს რომელიც მეტია ვიდრე არჩევანი, ეს არის დღე, როდესაც ერთი ხმაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

დარწმუნებული ვარ “კოალიცია ცვლილებისთვის” მომავალ კოალიციაში 4-ნომრით ძლიერად იქნება წარმოდგენილი. 26 ოქტომბერი არის ამის შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს მოქალაქემ თავი უნდა იგრძნოს დაფასებულად და მხოლოდ ერთი მუჭა „ჩინოვნიკების“ მომავალი არ იყოს საქართველო. მიგვაჩნია, რომ ოპოზიციიდან გამარჯვებას აქვს ფასი, როდესაც არ გეხმარებათ პროკურორი, მერი და ა.შ. არამედ ქართველი ხალხის სახელით იმარჯვებ.

არჩევნების შემდეგ პირველად ჩამოყალიბდება კოალიციური მმართველობა და წარსულს ჩაბარდება მტკივნეული პრაქტიკა ოლიგარქიული, ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობისა.

წარმატებები ყველა ოპოზიციური პლატფორმას. ძალა მრავალფეროვნებაშია, რომელიც დგას ამ კოალიციის უკან“, - განაცხადა მელიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს