„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს  წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში  მართავს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არსრევანის, კოდაკლარის, ხარებას, ახალშენის, ბეშთაშენის, კოხტას, ჩოლიანის, თეჯისისა და სამადლოს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგატმა სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, წალკელების დღევანდელი განწყობა, მას აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთად გაიმარჯვებენ 26 ოქტომბრის არჩევნებში და მშვიდობით განაგრძობენ ქვეყნის განვითარებას.

„წალკა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და მოსახლეობით, რაც ამ კუთხის განსაკუთრებულობის მთავარი ნიშაა. ბოლო წლებში აქ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება ადგილობრივების ინტერესების დაცვა“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი - გიორგი დოხტურიშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი - ილია საბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე - ირაკლი გიგინეიშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია