ლევან დავითაშვილი ეკონომიკის დარგის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომისტის დღეს ულოცავს

დღეს საქართველოს ეკონომისტის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენს პროფესიულ დღეს გილოცავთ ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დარგის თითოეულ წარმომადგენელს - პრაქტიკოს სპეციალისტებს, საჯარო მოხელეებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს... ყველას, ვისაც მცირე წვლილი მიანც მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, ძლიერებისა და განვითარების საქმეში! - ამის შესახებ პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მილოცვის ტექსტშია აღნიშნული.

სამინისტროს ცნობით, ეკონომისტის დღე საქართველოში უკვე საუკუნეზე მეტია, აღინიშნება - 1918 წლის 13 სექტემბრიდან (სექტემბრის მეორე პარასკევი), როცა პირველი ეკონომიკური ჟურნალის, „საქართველოს ეკონომისტის" პირველი ნომერი გამოვიდა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს იყო იმის დასტური, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ზოგადად ეკონომიკა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ კუთხით ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილების დაგროვება და შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს იყო განაცხადი, რომ ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქვეყნის და საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა/განვითარება იქნებოდა და ამ საქმეში დარგის პროფესიონალები აქტიურად იქნებოდნენ ჩართულნი.

„გასულმა წლებმა და პრაქტიკამ დაგვანახა ეკონომიკის, როგორც პრაქტიკული საქმიანობის და მეცნიერების დარგის, ზოგადად პროფესიის უდიდესი მნიშვნელობა როგორც კონკრეტული ქვეყნებისთვის, ისე საერთაშორისო თანასაზოგადოებისთვის. მეტიც, სწორედ ეკონომიკაა ის საბაზისო დარგი, რომელიც პირდაპირ აისახება ადამიანთა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის კუთხით სტაბილურად პოზიტიური დინამიკა გვაქვს - მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს. ეკონომიკის სხვადასხვა დარგი და მიმართულება წლიდან წლამდე ინტენსიურად ვითარდება, შესაბამისად, ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ახალი პერსპექტივები ჩვენი მოქალაქეებისთვის - ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და მეორე კვარტალში 13.7 პროცენტს შეადგენს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენი - ქვეყნის ეკონომიკური საზოგადოების, ამ პროფესიის წარმომადგენლების, პრაქტიკოსების და ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული ადამიანების მიერ გაწეული უმნიშვნელოვანესი სამუშაოს დიდი დამსახურებაცაა!", - ნათქვამია ეკონომიკის მინისტრის მილოცვის ტექსტში.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერი ხაზს უსვამს, რომ პოზიტიური დინამიკის მიუხედავად და რაც მთავარია, მის შესანარჩუნებლად და ეკონომიკური განვითარების ტენდენციების გასაძლიერებლად საქართველოს ეკონომისტებს კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ.

„ეს ნიშნავს ახალ რეფორმებს, ახალ ეკონომიკურ პროგრამებს და პროექტებს, მეტ ახალ საწარმოსა და სამუშაო ადგილს... დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ამოცანებს ერთობლივი მუშაობით და ძალისხმევით, წარმატებით გავუმკლავდებით. დიდი მადლობა თქვენი მეტად მნიშვნელოვანი და მთელი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საჭირო საქმიანობისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის!", - აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი