ექიმი მანანა ჯებაშვილი - მიხეილ სააკაშვილის აღენიშნებოდა სატურაციის დაცემა, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია - აქვს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა

ექიმის და სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტის, მანანა ჯებაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვე-ნახევრის წინ სხვა პალატაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მისმა სატურაციამ დაიწია.

როგორც ჯებაშვილმა განმარტა, სატურაცია მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც სააკაშვილი სიცოცხლისთვის საშიშია.

მისივე თქმით, ისინი ითხოვენ შეხვედრას კოლეგებთან, რომ გაარკვიონ თვე-ნახევრის განმავლობაში რატომ ვერ მოხდა ამ პარამეტრის კორექტირება, რამ გამოიწვია იგი და რა მკურნალობა ჩაუტარდა ამისთვის.

“დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს სხვა პალატაში. სხვა პალატაში გადაყვანიდან მეორე დღესვე მას აღენიშნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრის, სატურაციის დაცემა. ის მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია.

ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია დაბალი სატურაცია და თვე-ნახევარია მისი ოჯახი ამ მონაცემების გასწორებას ელოდება. მიხეილ სააკაშვილს ბოლო პერიოდში აქვს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა და სხვა. სატურაციაც ისევ დაბალია, 90-91-ის ფარგლებში. ამდენად, ჩვენ გვაინტერესებს თვე-ნახევრის განმავლობაში რატომ ვერ მოხდა ამ პარამეტრის კორექტირება და რაშია საქმე, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ასეთი დაბალი, რამ გამოიწვია იგი და რა მკურნალობა ჩაუტარდა ამისთვის.

ვითხოვთ შეხვედრას კოლეგებთან, რომ გავერკვიოთ, რადგან მისი სიცოცხლისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. გავარკვიოთ, რა მკურნალობის ტაქტიკა აქვთ არჩეული ამისთვის, რა დიაგნოზია და რა არის მისი მკურნალობის სტრატეგია”,- გამაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

ექიმის ინფორმაციითვე, სატურაციის შემოწმების პროცესს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ესწრება და სწორედ აქედან აქვთ ინფორმაცია მის მონაცემებზე.

ამასთან, მისი თქმით, ისინი რამდენიმე დღის წინ იყვნენ სახალხო დამცველთან, რომელიც შეჰპირდა რომ შეკრებს კონსილიუმს და მიზეზს გაარკვევს.

“ჩვენ ვიყავით სახალხო დამცველთან რამდენიმე დღის წინ, რომელიც შეგვპირდა რომ შეკრებს კონსილიუმს და გაარკვევს მიზეზს. ოღონდ კონსილიუმის შეკრებას გარკვეული დრო სჭირდება.

როცა ძალიან ცუდად იყო, მისი [მიხეილ სააკაშვილის] სატურაცია იყო მინიმუმ 97. ეს თვე-ნახევარია ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი დაუვარდა. ამდენად, ძალიან საინტერესოა რამ გამოიწვია და რა მკურნალობა უტარდება ამისთვის”, - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია