ზურა ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილს აქვს ტრენაჟორი, ვარჯიშობს და ამ დროს სატურაცია ყოველთვის იცვლება - პაციენტი დღეში რამდენჯერმე კონტროლდება

პაციენტი დღეში რამდენჯერმე კონტროლდება და რაიმე რომ ყოფილიყო, ამაზე პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებდით და არა ვიღაც ქუჩაში დამდგარი ე.წ ექიმი, - ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის სატურაცია მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია.

მისი თქმით, სატურაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ვარჯიშთანაა დაკავშირებული.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, არსებობს ექიმების საბჭო, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს და იქ საგანგაშო არაფერი არ არის.

“ასე ნამდვილად არ არის. შეიძლება იყო 1-2-ჯერ სატურაციის მაჩვენებელი 91-92-ის ფარგლებში, მაგრამ ეს იყო ვარჯიშთან დაკავშირებული. რადგან მას აქვს ტრენაჟორი, ვარჯიშობს და ამ დროს სატურაცია ყოველთვის იცვლება.

არსებობს ექიმების საბჭო, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს, ამიტომ იქ საგანგაშო არაფერი არ არის. ამ განცხადებას ეტყობა სხვა მიზანი აქვს და მართლა ექიმებს ნუ ჩაგვრთავთ ამ ბინძურ თამაშებში.

პაციენტი დღეში რამდენჯერმე კონტროლდება და რაიმე რომ ყოფილიყო ამაზე პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებდით და არა ვიღაც ქუჩაში დამდგარი ე.წ ექიმი”, - განაცხადა ჩხაიძემ.

ზურა ჩხაიძის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის სატურაცია ახლა დაბალანსებულია.

რაც შეეხება მოთხოვნას შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩხაიძემ აღნიშნა რომ შეხვედრას თავს არასდროს აარიდებს.

“მოგვმართონ როგორც წესი და რიგია და ჩვენ ყოველთვის შევხვდებით, შეხვედრას თავს არასდროს ავარიდებთ. ჯობდა, ვიდრე კამერების წინ გააკეთებდნენ ასეთ აბსურდულ განცხადებას, ჯერ ჩვენ შეგვხვედროდნენ და ჩვენთან გაევლოთ. თუ მართლა დაინტერესებული იყვნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჯერ ჩვენ უნდა შეგვხვედროდნენ და გაერკვიათ რა ხდებოდა”, - აღნიშნა ჩხაიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია