გიორგი მანველიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე” - ერთხელ მაინც, მოგეხადათ ბოდიში, სინანული დაენახა თქვენს თვალებში ქართველს ხალხს, მაგრამ უსისხლო, ურჯულო და უსამშობლოები ხართ

ერთხელ მაინც მოგეხადათ ბოდიში, ერთხელ მაინც, სინანული დაენახა თქვენს თვალებში ქართველს ხალხს! მაგრამ უსისხლო, ურჯულო და უსამშობლოები ხართ!- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი მანველიძემ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ოს და აფხაზ და-ძმებს ისტორია და თავმოყვარეობა ერთად წაართვეს”.

“ერთხელ მაინც მოგეხადათ ბოდიში, ერთხელ მაინც, სინანული დაენახა თქვენს თვალებში ქართველს ხალხს! მაგრამ უსისხლო, ურჯულო და უსამშობლოები ხართ! სული და ქვეყანა ერთად გაყიდეთ, ქართველი დედა მოკალით, ქართველი საჯიშე ახალგაზრდები ჩახოცეთ, ოს და აფხაზ ძმებსა და დებს ისტორია და თავმოყვარეობა ერთად წაართვით. მიწა-წყალი გაუყიდეთ, ოჯახი და სახლ-კარი დაათმობინეთ! არავინ ელოდება თქვენგან ბოდიშს, სინანულს. საერთოდ, იცით კი, რას ნიშნავს სინანული და ბოდიში? არა, რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ ფულისა და ძალაუფლების მონები ხართ! მშვიდობის გეშინიათ! ქართველი კაცის კარგად ყოფნის გეშინიათ! საქართველოს გამთლიანების გეშინიათ! აი, ვინ ხართ თქვენ! მშიშარა მონები! თქვენ, იმ ადამიანების კატეგორიას წარმოადგენთ, ბატონის გარეშე უსუსურად და დაუცველად რომ გრძნობენ თავს! საქართველო აუცილებლად გამთლიანდება! საქართველო აუცილებლად ერთიანი შეაბიჯებს ევროპაში და შეაბიჯებს ღირსებით. ამას, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ბიძინა ივანიშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად!“,- განაცხადა გიორგი მანველიძემ, რომლის სიტყვასაც აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა