„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ქობულეთში გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ხუცუბნის თემში თეთროსანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

„ინდივიდუალური შეხვედრებით პირადად ვეცნობი თითოეულ ამომრჩეველს და ვისმენ მათ საჭიროებებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი ინტერესებისა და ინიციატივების გათვალისწინება. მადლობა ყველას გულთბილი დახვედრისთვის“, - განაცხადა გია ჭყონიამ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქობულეთის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს