ნიკოლოზ სამხარაძე - შერიგება შეცდომების აღიარების გარეშე არ ხდება - ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომები მხოლოდ ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს, შეცდომა მეორე - ოსურმა მხარემაც უნდა აღიაროს, რაც შერიგების პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა!

შერიგება შეცდომების აღიარების გარეშე არ ხდება - რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომები მხოლოდ ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს, შეცდომა მეორე - ოსურმა მხარემაც უნდა აღიაროს, რაც შერიგების პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

როგორც სამხარაძემ განმარტა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება ცხინვალში მცხოვრებ ოსს თანამოქალაქეებსა და მათთან შერიგებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, რუსეთი რომ აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოა ეს ცალსახად დადასტურებული ფაქტია და სახელმწიფო იგივე პოზიციაზე დგას, რა პოზიციაც მას ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში ეკავა.

„პირველ რიგში, ვისაც არ ახსოვს, მინდა გავახსენო, რომ სწორედ "ქართულმა ოცნების" ხელისუფლება იცავდა საქართველოს პოზიციებს ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოებში. შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიცია არ შეცვლილა - სახელმწიფოს პოზიცია არის ის, რითაც ის გამოდიოდა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში.

რაც შეეხება შერიგების საკითხს, მახსოვს, ჩვენს ოპონენტებს დაახლოებით 12-13 წლის წინ ბოდიშის კამპანია ჰქონდათ. ბოდიშის კამპანია სწორედ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგებას და ორმხრივად შეცდომების აღიარებას ითვალისწინებდა. თუ ეს მაშინ არ იყო მიუღებელი, დღეს რატომ გახდა მიუღებელი?! როდის იყვნენ გულწრფელი ჩვენი ოპონენტები, მაშინ, როცა ბოდიშის კამპანია თავად წამოიწყეს თუ დღეს?!

შეგახსენებთ, რომ შერიგების სამინისტროც კი გვაქვს და არ მახსოვს, ამ სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეთქვას.

ჩვენ სიმართლე უნდა დავინახოთ - არის კონფლიქტის ერთი შრე, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის იყო და რომელიც 90-იანი წლებიდან იწყება და არის მეორე - დიდი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. ამას არავინ არ უარყოფს.

უბრალოდ, ჩვენ თუ გვინდა, რომ მომავალში დავიბრუნოთ არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიები, არამედ ის ხალხი, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს, მაშინ ნაბიჯები შერიგებისკენ უნდა გადავდგათ - ეს იყო მთელი ამ განცხადების პათოსი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს