კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხზე მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განმარტებით, ხელშეკრულება მიღებულია 2013 წელს და დღემდე მას 90-ზე მეტი სახელმწიფო შეუერთდა.

„ეს ხელშეკრულება არის კარგი სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ აღსრულდეს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი მთავარი საერთაშორისო დოკუმენტი „გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენცია. კერძოდ, საუბარია ამ კონვენციის 30-ე მუხლზე, რომელიც აღიარებს შშმ პირთა თანაბარ მისაწვდომობას კულტურულ ცხოვრებაში. ამ კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ზომები იმისთვის, რომ ამ პირებს არ შეექმნათ ბარიერი კულტურის მასალებზე წვდომაზე“, - განაცხადა ირინე წაქაძემ.

მისი თქმით, ამ ხელშეკრულების ბენეფიციარები, ამჯერად, არიან უსინათლო, მხედველობადაქვეითებული პირები და ასევე ისინი, ვისაც სხვადასხვა დარღვევების გამო არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სხვებთან თანაბარ პირობებში გაეცნონ მხატვრულ თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. მისი თქმით, საქართველოში ბოლო მონაცემებით, 10 000-მდე ადამიანს აქვს მხედველობის პრობლემა.

დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულებში მონაწილე სახელმწიფოები პასუხისმგებელი არიან გამოყონ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც ვალდებული იქნებიან მხატვრული და ლიტერატურული ნაწარმოებები მხედველობაშეზღუდული პირებისთვის მისაწვდომ ფორმატში დაამზადონ და უზრუნველყონ ამ პირებისთვის აღნიშნულ ნაწარმოებთა ხელმისაწვდომობა არაკომერციულ საფუძველზე.

მისი განცხადებით, დოკუმენტი მოიცავს ერთ დათქმას, რომლის თანახმადაც, თუ უსინათლოთათვის მისაწვდომ ფორმატში არსებული ნაწარმოები ადგილობრივ ბაზარზე არის კომერციულ ბრუნვაში ჩართული, მაშინ ის ეთიშება მარაკეშის ხელშეკრულებას და ავტორიზებული პირები აღარ იქნებიან უფლებამოსილი გამოიყენონ ნაწარმოები ბენეფიციარებისთვის გადასაცემად.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რატიფიცირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ქართულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელებულია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში