ირმა ზავრადაშვილი - ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ - ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ადამიანებმა სიცოცხლე გასწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება

ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ - ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ადამიანებმა სიცოცხლე გასწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები ქვეყნის გადარჩენისთვის, ყველაფრისთვის მზად არიან.

„რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ. ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ. მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება. თუ იქნება [სანქციები] ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა" - ეს არის თქვენი და თქვენი დამკვეთების შეფასება. დემოკრატია რომ არ იყოს, თქვენ ამ კითხვის დასმის საშუალება გექნებოდათ? ერთი 12 წლის წინ ვინმესთვის დაგესვათ ეს კითხვა, ვნახავდით რა დაგემართებოდათ," - განაცხადა ზავრადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში