კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ლანჩხუთში, საარჩევნო პროგრამა „ილიას გზა“ წარადგინა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ლანჩხუთში, საარჩევნო პროგრამა „ილიას გზა“ წარადგინა.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო სურგულაძემ შეკრებილ მოსახლეობას კოალიციის საარჩევნო პროგრამა და პარტიის ხედვები გააცნო.

სურგულაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კოალიცია პირველ რიგში ბრძოლას სიღარიბესთან დაიწყებს.

„ჩვენ საარჩევნოდ 3 ძირითადი გზავნილი გვაქვს, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ დავძლიოთ სიღარიბე , რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. რა თქმა უნდა ეს არის 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც საქართველოში არსებობს და არ ვიყენებთ, რადგან ინვესტიციები არ შემოდის, ქვეყანა ინვესტორებისთვის არ არის საინტერესო. 200 ათასი ადგილი გაკეთება მაშინ, როდესაც იქნება დიდი პროექტები, ანაკლიის ტიპის პროექტები. ამასთან, ბევრი პროექტი შეიძლება გაკეთეს და ამით უცხოელები დაინტერესდნენ.

მეორე ეს არის 1000-ლარიანი პენსია, ეს არის ის მინიმუმი რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და არ ეშინოდეს პენსიაზე გასვლის. მესამე დაპირება არის ევროინტეგრაცია , ევროპული სტანდარტები . ეს არის ჩვენი 3 ძირითადი გზავნილი, თუმცა ჩვენ გვაქვს“ილიას გეგმა“ , რომელშიც გაწერილია ყველა მიმართულება. იცით რომ ლანჩხუთში ტრავმატოლოგიური ცენტრი არ არის, ადამიანს ფეხი, რომ მოტყდეს ან ოზურგეთში უნდა წაიყვანონ, ან ფოთში. ეს უნდა გამოსწორდეს და ამის გამოსწორება ჩვენ შეგვიძლია. როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში პირველ რიგში ბრძოლა დაიწყება სიღარიბესთან“,- განაცხადა სურგულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო