ქუთაისში მერის ახალი მოადგილე წარადგინეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილედ, მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.

„მამუკა ხიმშიაშვილი ქუთაისში დაიბადა 1974 წელს. დამთავრებული აქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და საერო უნივერსიტეტი „გელათი“, იურისტის სპეციალობით.

მერის ახალ მოადგილეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო-სვანეთის მხარეში მუშაობდა. ასევე, ის ამბროლაურისა და ცაგერის მერის პირველი მოადგილე იყო. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

ქუთაისის მერიაში მამუკა ხიმშიაშვილი ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია