პროკურორი - კალანდარიშვილმა ბაშარული და არჩვაძე განზრახ მოკლა, სავარაუდოდ, ბრალდებულმა იატაკზე მყოფების მიმართ განახორციელა გასროლები - დაკავებულის მხრიდან აუცილებელ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულ იური კალანდარიშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან აუცილებელ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია.

ვეფხვაძის განმარტებით, კალანდარიშვილმა ბაშარული და არჩვაძე განზრახ მოკლა.

„რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დაცვის მხარემ რიგი მტკიცებულებები წარმოადგინა, პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ შემხებლობაში არაა საქმესთან მიმართებაში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ კანონი დაარღვიეს და ამის საფუძველზე ამოიღეს მტკიცებულებები, ბრალდების მხარემ მათი დაუშვებლობის შუამდგომლობა დააყენა. ასევე სასამართლომ გადასინჯა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. საქმეში არსებობს ვიდეომასალა, რომელიც არა მხოლოდ შემთხვევის ვითარებას აღწერს, არამედ, კორპუსიდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელიც აღწერს, როგორ გადაადგილდება ბაშარული და არჩვაძე და რა მდგომარეობაში არიან ისინი. ასევე, არსებობს მოწმეთა ჩვენებები და დანიშნულია ათეულობით ექსპერტიზა.

ბრალდების მხარემ განმარტა, ყველა ტყვია, რაც გასროლილი იყო ბაშარულისა და არჩვაძის მიმართ, სავარაუდოდ, იყო ზემოდან ქვემოთ, რაც ერთ რამეზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, ბრალდებულმა იატაკზე მყოფების მიმართ განახორციელა გასროლები. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და როგორც ვიცი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ირჩევს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისივე განმარტებით, მკვლელობის მოტივი დაკავებულის პოზიციით, მათ შორის, წარსულში არსებული გარკვეული უთანხმოება იყო.

ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული პოზიცია მან მოსამართლის კითხვის - ცნობს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, საპასუხოდ განაცხადა, რომ „არ ცნობს“.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალი სასჯელის სახით და ზომად 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში