ცესკო - 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება

ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკო-ს ცნობით, შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს, რომელიც შესაბამისი პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლინდა.

"შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი - მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი - არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი კი - კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსად გასული წლისა, შესაბამისობის აუდიტის შედეგები ასახული იქნება დასკვნაში (ანგარიშში) და საჯარო გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცესკომ, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა და მისი შედეგები საზოგადოებას გააცნო, რამაც კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და საჯაროობა შესძინა პროცესს და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას, მითსა თუ წუხილს.

საარჩევნო კანონმდებლობა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტს ითვალისწინებს ე.წ. ქაღალდის კვალის პრინციპით, რაც გულისხმობს პროცესის ყველა ეტაპზე ქაღალდის კვალის არსებობას. ქაღალდის კვალი იძლევა პროცესის ყველა ეტაპზე გადამოწმების, გაცნობის და მონიტორინგის შესაძლებლობას, ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები. მიუხედავად ამისა, ცესკო საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, უკვე მეორედ ახორციელებს პროცესის აუდიტს, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაცია ადასტურებს თავის მზაობას, მომავალშიც მიაწოდოს ინფორმაცია ამომრჩეველს საარჩევნო საკითხებზე და იმოქმედოს არჩევნების ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით“, - აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის