გრიგორი კარასინი - უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა, მარადიული დაპირისპირების უპერსპექტივობა ბევრისთვის ცხადი გახდა

უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა, მარადიული დაპირისპირების უპერსპექტივობა ბევრისთვის ცხადი გახდა, - ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას.

„სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების მოულოდნელ ტონს, როგორც კავკასიაში, ისე მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი მოჰყვა. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. გაგება იმისა, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი გონიერებასა და სტაბილურობას უნდა დაუთმოს, სულ უფრო მეტად იზრდება. უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა. მარადიული დაპირისპირების უპერსპექტივობა ბევრისთვის ცხადი გახდა. წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, სავარაუდოდ, ფოკუს ჯგუფებში სკანდალური ემოციების აფეთქება გამოიწვია, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარება არ აკმაყოფილებთ. მოახლოებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გამწვავება, ხელს აძლევს მათ, ვინც საქართველოსა და რეგიონის დესტაბილიზაციაში სტრატეგიულ ინტერესს ხედავს“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქართველებმა „საპასუხისმგებლო არჩევანი“ უნდა გააკეთონ.

„რა თქმა უნდა, ეს თავად ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია და ეს გადაწყვეტილება ძალიან საპასუხისმგებლო იქნება“, - აღნიშნა კარასინმა.

ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ