გია ჯაფარიძე - პირობას ვდებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებს მოეხსნებათ ის წინაღობები, რომლებიც დღეს არსებობს

რა პირობასაც ვდებთ, ეს არის, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებს მოეხსნებათ ის წინაღობები, რომლებიც დღეს არსებობს, რათა უნივერსიტეტები კამპუსურად განვითარდეს, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გია ჯაფარიძემ საუნივერსიტეტო კამპუსების პერსპექტივაზე საუბრისას.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე - „ერთიანობა“ -პასუხობს ხალხს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ უპასუხა შეკითხვას სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ, კერძოდ, ერთ-ერთი დამსწრე პირის შეკითხვაზე.

"მე და ჩემს თანაკურსელებს, მეგობრებს გვაქვს ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პრობლემა, რათა მივიღოთ ხარისხიანი განათლება, ფაქტორი არის ის, რომ ჩემს თანაკურსელებს, რომლებიც ქირით ცხოვრობენ, უწევთ დღე და ღამე მუშაობა, რათა ქირის და სწავლის ფული გადაიხადონ და მოგეხსენებათ, ძალიან რთულია, როდესაც დილით მიდიხარ ლექციებზე და ღამე გაქვს გათენებული, რადგან მუშაობდი წინა ღამით. ყველაფერი ხელს გიშლის, რომ მიიღო ხარისხიანი განათლება და ეს არ აინტერესებს ხელისუფლებას და მეც და ჩემი მეგობრებიც ამას ვგრძნობთ, თუმცა ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდანაც, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ისმოდეს. მე მაინტერესებს თქვენი პარტიის შეხედულება ამ პრობლემის მოგვარებაზე", - ჰკითხა პარტიის ლიდერებს ერთ-ერთმა სტუდენტმა.

გია ჯაფარიძის განცხადებით, უნდა არსებობდეს კამპუსების ტიპის უნივერსიტეტები.

"ეს პრობლემა არსებობს, მეც ჩემი სტუდენტების მხრიდან არაერთხელ მომისმენია და არის ეს პრობლემა, როცა მართლა უძილობისგან დაღლილ და გამოფიტულ სტუდენტს ლექციაზე, ფაქტობრივად, ეძინება, ვერ ისმენს, მასალის აღქმის უნარი ძალიან დაბალია, კითხვის დრო არ რჩება და სტუდენტობა არის ბევრი ათასი გვერდის წაკითხვა ერთ სემესტრში, თუ უნდა რომ უმუშევრის დიპლომით არ გამოვიდეს უნივერსიტეტიდან. არის კიდევ მანდ სხვა პრობლემაც, რომელიც უკავშირდება, ასევე, კვებას, რადგან ხშირად არის შემთხვევები, როცა გამოფიტული სტუდენტი საკვების ნაკლებობას განიცდის. არის კიდევ სხვა პრობლემებიც, მაგრამ ესენი მგონია ძირითადი.

აქ თინამ ახსენა კამპუსები და იმის გარდა რომ ჩვენ გვინდა, კამპუსის ტიპის უნივერსიტეტები არსებობდეს, არსებულ უნივერსიტეტებსაც არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ კამპუსის ტიპის დასახლებები განავითარონ, იმიტომ რომ კერძო უნივერსიტეტებს ხელი ეშლებათ, გააკეთონ ისეთი კამპუსები, როგორიც არის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში თუ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში, სადაც კამპუსი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი, კამპუსი არის კიდევ სოციალური ურთიერთობები, არის იმ ქსელის შექმნა, რომელიც უკვე შემდეგ ადამიანს ეხმარება თავისი პროფესიით განვითარებაში კამპუსი, ასევე, არის გართობა, რაც აუცილებლად უნდა ახლდეს სწავლას, და ერთი კიდევ, რა პირობასაც ვდებთ, ეს არის რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებს მოეხსნებათ ის წინაღობები, რომლებიც დღეს არსებობს, რათა უნივერსიტეტები ასე, კამპუსურად განვითარდეს", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ შეკითხვის პასუხად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში