„საქპატენტსა“ და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში, ოფიციალური შეთანხმება შედგა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელს, დოქტორ შენ ჩანგუის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

„ორმხრივ შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს თავისი განზრახვა ითანამშრომლონ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:

ორივე მხარის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების ურთიერთგაგების ხელშეწყობა, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების შედარებითი კვლევის ერთობლივად ჩატარება და განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაზიარება;

ორივე მხარისთვის საერთო ინტერესის სფეროებში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის პრაქტიკის გაცვლა და გაზიარება, მათ შორის კონკრეტული მაგალითების შესწავლა, წარმოშობის კვლევა, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარება;

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და საჭიროებების შესახებ კვლევების მხარდაჭერა, ასევე ორმხრივი დაცვისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების რეკომენდებული სიის წარმოდგენა.

სოსო გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქპატენტს შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდება და ხელშესახებ შედეგს გამოიღებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს გეოგრაფიული აღნიშვნების მნიშვნელობას, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი წამყვან მიმართულებას, რომელსაც სარგებელი მოაქვს მწარმოებლებისთვის, მომხმარებლებისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს საქპატენტის თავმჯდომარემ CNIPA-ის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია.

ზემოაღნიშნული შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გამართული მაღალი დონის კონფერენციის - „სარტყელი და გზა“, ფარგლებში გაიმართა. კონფერენცია წელს მესამედ ჩატარდა. ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ასევე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავტორო უფლებების ეროვნული ადმინისტრაციის (NCAC), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსა (MOFCOM) და პეკინის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

კონფერენცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელმა გახსნა, სადაც ასევე სიტყვით გამოვიდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი დარენ ტანგი. კონფერენციას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები და ვიცე-მინისტრები, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესლიდერები, ინტელექტუალური საკუთრების დარგის სპეციალისტები.

რიგით მესამე „სარტყლისა და გზის“ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მაღალი დონის კონფერენცია პეკინში 11-14 სექტემბერს გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პლენარულ სესიაში, რომელსაც 450-მდე მონაწილე დაესწრო. გაიმართა დისკუსია ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა თემაზე, როგორებიცაა: რეგიონული თანამშრომლობა, მწვანე განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია და ინტელექტუალური საკუთრების ღირებულების რეალიზაცია. ამავე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც WIPO-თან და შესაბამის რეგიონულ უწყებებთან ერთად, ექსკლუზიურად BRI-ს პარტნიორი ქვეყნებისა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა. შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, წარსული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ვიზიტის დასასრულს, საქპატენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემისა და პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი