„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე უკვე 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელები განახლდა, 30 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყო და 4 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდა.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 21 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება - ვარკეთილი 3-ის I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონებსა და ვარკეთილი 2-ს შეეზღუდება.

„ახლად მოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით „ჯივიპი“ გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 20 სექტემბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებს და მთელი დღის განმავლობაში 18 სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურ რეჟიმში შეასრულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა რის გამოც დღეს, 20 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 21 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილი 3-ის I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონებს, ვარკეთილი 2-ს, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩას, სუხიშვილის, რაფაელ დვალის, თაყაიშვილის, დიმიტრი ალექსიძის, ნიკოლოზ ლანდიას, ვიქტორ კუპრაძის, სადგერის, ყადირ შერვაშიძის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ლადო კოტეტიშვილისა და რწმენის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს