კურორტების განვითარების სააგენტო  საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის"  წევრი გახდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო "ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის" (EHTTA) წევრად აირჩიეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წევრობის დამადასტურებელი სიგელი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იზაბელ გრეგუარმა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე ონოფრიშვილს 20 სექტემბერს, ბელგიის სამეფოში, ლიეჟის პროვინციის ქალაქ სპაში გამართულ EHTTA-ს საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე საზეიმოდ გადასცა.

„დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია სააგენტოს და საქართველოს კურორტების ისტორიაში. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმა და კონტაქტები და ევროპულ საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ საქართველოს მდიდარი საკურორტო პოტენციალი“ - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს გაწევრიანების საკითხთან ერთად, წევრი სახელმწიფოების სპა მემკვიდრეობის საკითხები, თერმული კურორტების განვითარების შესაძლებლობები, თანამედროვე ტენდენციები და ხედვები განიხილებოდა.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს,

EHTTA-ში გაწევრიანება საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირებას, პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს