კობა კობალაძე ვანში შინდისის გმირის, ილია გაბუნიას სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

21 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად, ვანელობის სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ზედა გორაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ილია გაბუნიას სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აგვისტოს ომის გმირის ოჯახის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, ადგილობრივი ვეტერანები და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი.

კობა კობალაძემ, ილია გაბუნიას ოჯახის მიმართ თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა და მის მამას,სამშობლოსათვის თავდადებული გმირის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

ილია გაბუნია, 1975 წელს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორაში დაიბადა. 2008 წლიდან კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სენაკის საინჟინრო ბატალიონში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან. უმცროსი სერჟანტი ილია გაბუნია (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია