ნიკა ობოლაძე - 12 წელია ქუთაისი მიტოვებული და დასჯილია - რა დააშავა ქუთაისმა, რომ „ქართული ოცნება“ ასე ექცევა?

12 წელია ქუთაისი მიტოვებული და დასჯილია. რა დააშავა ქუთაისმა, რომ „ქართული ოცნება“ ასე ექცევა?, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ ქუთაისის მერიასთან ბრიფინგზე განაცხადა.

ობოლაძე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ქუთაისი გადარჩენას და განვითარებას აირჩევს.

„ქუთაისის მოსახლეობა მუდმივად იკლებს, მოსახლეობით საქართველოში ნომერ მეორე ქალაქი ნომერ მეოთხე ქალაქი გახდა, ყველა ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი ემიგრაციაშია. რას ეუბნება „ოცნება“ ქუთაისელებს, მოსახლეობის მუდმივ შემცირებას უნდა მისცენ ხმა? მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული აეროპორტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა გაფართოებულიყო, დამატებოდა სატვირთო ტერმინალი, განვითარებულიყო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ერთად და ყოფილი ქუთაისში ინვესტიციების და ტურისტების შემომყვანი. ახლა ის საქართველოდან ემიგრაციის მთავარ პუნქტად გადაიქცა, ამას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა? კიდევ 12 წელი სურს „ოცნებას“ ამ ნგრევის გაგრძელება? არსებობს 100 მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს ხმა ქუთაისმა „ქართულ ოცნებას“. არსებობს ერთი მიზეზი, ერთი პროექტი, რატომაც შეიძლება ქუთაისმა ტოტალური უარი არ უთხრას „ოცნებას“? - არა, არ არსებობს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქუთაისი გადარჩენას და განვითარებას აირჩევს“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს