გიორგი ვაშაძე - 14 მლრდ ევრო მოგვცემს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ პენსიების ზრდისთვისთვის, მედიკამენტების პროგრამებისთვისა და ეკონომიკური განვითარებისთვის

15 დეკემბერს, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე, ამოქმედდება 14 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 14 მლრდ ევროს დახმარების პაკეტი ქვეყანას სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.

„15 დეკემბერს, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე, ამოქმედდება 14 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტი, ფონდი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას.

14 მლრდ. ევრო მოგვცემს ორ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას: პირველი, გამოვათავისუფლოთ ბიუჯეტიდან თანხები და მივმართოთ თქვენი საჭიროებებისთვის, პენსიების ზრდისთვის, მედიკამენტების პროგრამისთვის და ასე შემდეგ. და მეორე, ეს მოგცემს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რაც თავისთავად გაზრდის შემოსავალს ბიუჯეტში და აქედან ვაპირებთ, პირველ რიგში, თანხები მივმართოთ ამ სოციალური ფენებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს