სილქნეტი Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

სილქნეტი და Google Cloud-ი ოფიციალური პარტნიორები გახდნენ! თანამშრომლობა საშუალებას მისცემს სილქნეტს, პარტნიორ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს Google Workspace-ზე შესთავაზოს წვდომა.

Google Workspace მძლავრი პლატფორმაა, რომელიც თანამედროვე ორგანიზაციაში მუშაობის ყველა აუცილებელ ხელსაწყოს აერთიანებს. Google-ის აპლიკაციების ნაკრები თანამშრომელთა კოლაბორაციას და ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობას ემსახურება.

ორგანიზაციებს საშუალება აქვთ, დასაქმებულთა რაოდენობის და ბიზნეს საჭიროების მიხედვით, აირჩიონ Google Workspace-ის 4 პაკეტიდან ერთ-ერთი. თითოეულ პაკეტში შედის 24/7 ქართულენოვანი მხარდაჭერა, “ქლაუდ” მეხსიერება და მონაცემების დაცვა უსაფრთხოების უმაღლესი ზომებით. ოთხივე პაკეტი ყოვლისმომცველი კომპლექტია, რომელშიც Google-ის ყველა აპლიკაცია ერთიანდება კოლაბორაციისთვის: Gmail, Drive, Meet, Forms, Sites და სხვა.

მსოფლიოში წამყვან გიგანტებთან თანამშრომლობა, როგორიცაა ტელეკომუნიკაციის ლიდერი Orange, საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმა SAS, ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო ჯგუფი Sofrecom და ახლა უკვე Google Cloud, სილქნეტს საშუალებას აძლევს, განავითაროს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი და უფრო მარტივი გახადოს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს