სრულიად ახალი Lexus GX 550 უკვე საქართველოშია

საავტომობილო სრულყოფილების სამყაროში მხოლოდ რამდენიმე სახელი იმსახურებს ისეთ აღტაცებასა და პატივისცემას, როგორსაც Lexus-ი. ასოცირებული ფუფუნებასთან, ინოვაციებსა და შეუდარებელ ოსტატობასთან, ის მუდმივად სცილდება საავტომობილო ინჟინერიის საზღვრებს. ამ თავდადების თვალსაჩინო მაგალითია ლექსუსის ახალი მოდელი - GX 550. ის საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, Lexus Kazakhstan-მა, Lexus Europe-მა და ტოიოტა კავკასიამ წარუდგინეს. პრეზენტაციას ესწრებოდა 25 მედია წარმომადგენელი და კონტენტ კრეატორი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

შეხვედრა საინფორმაციო თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იყო - დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ახლოს გაცნობოდა GX-ის ინოვაციურ მახასიათებლებსა და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჩატარდა ე.წ . ტესტ დრაივიც. ტესტ დრაივის დროს მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილები. თითოეულ მათგანს თან პროფესიონალი გიდი, ექიმი და 14 ინსტრუქტორ-მძღოლი ახლდათ. სატესტო დრაივი 5 მარშუტს მოიცავდა.

ავტომობილი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე გადაადგილების საშუალება - სწორედ ესაა Lexus GX-ის შექმნის მთავარი იდეა. უნიკალური მართვის გამოცდილების შესაქმნელად, მოდელის ყოველი დეტალი ზედმიწევნით, სრულყოფილებამდე არის მიყვანილი. ახალი GX 550-ი უფრო დიდი და გრანდიოზულია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ფართო დგომითა და ბორბლებს შორის გაზრდილი დისტანციით, ის ყურადღებას იპყრობს ნებისმიერი ტიპის გზაზე და მეტიც, აუმჯობესებს შიდა სივრცესა და საბოლოო ჯამში, კომფორტის დონეს მგზავრებისთვის.

ნებისმიერი სირთულის დასაძლევად ახალი GX-ი მრავალი ისეთი სისტემითაა აღჭურვილი, როგორებიცაა:

MULTI-TERRAIN-SELECT - იგივე რელიეფის შესარჩევი სისტემა, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს ეკრანზე სასურველი რელიეფის ტიპი შეარჩიონ - იქნება ეს ღორღი, ქვიშა, ტალახი თუ ღრმა თოვლი. შერჩევის შემდეგ ავტომობილი ძრავის სიმძლავრესა და დაკიდების სისტემას შესაბამის რელიეფს თავად მოარგებს.

აღსანიშნავია ასევე განახლებული KDSS სისტემა, რომელიც გზის საფარის მიხედვით, სტაბილიზატორის ჩაკეტვას ან ჩახსნას ავტომატურად, ელექტრონულად უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი ავტომობილის მართვის პროცესს უფრო კომფორტულსა და სასიამოვნო ხდის.

არანაკლებ საინტერესოა CRAWL CONTROL და DOWNHILL ASSIST CONTROL ასევე ცნობილი როგორც ოფროუდ კრუიზ კონტროლი. ამ სისტემების გამოყენებით, მძღოლს შეუძლია სასურველი სიჩქარე (1-5 კმ/სთ) აარჩიოს, რის შემდეგაც ავტომობილი თავად ივლის შერჩეული სიჩქარით. და რაც ყველაზე მთავარია, დამატებითი დამუხრუჭებისა თუ აქსელერაციის გარეშე.

წინა მოდელების მსგავსად, უსაფრთხოება GX 550-ის პრიორიტეტებში ცენტრალურ ადგილს იკავებს, ამიტომაც მოდელი იყენებს Lexus Safety System+ 3.0-ს, რაც მძღოლების სიმშვიდის მაქსიმალურ გარანტიას იძლევა. Lexus Interface, 14 დიუმიანი მულტიმედიური სენსორული ეკრანი კი მგზავრობის კომფორტულობასა და მოხერხებულობას უზრუნველყოფს.

თაობების განმავლობაში Lexus GX-ი უკომპრომისო ფუფუნებისა და ურყევი საიმედოობის სიმბოლოდ იქცა. ლექსუს GX-ი გასცდა ინოვაციების საზღვრებს და დააწესა ახალი სტანდარტები ლუქს SUV სეგმენტისთვის. უკვდავი დიზაინით, მოწინავე ტექნოლოგიებითა და მძლავრი შესაძლებლობებით, ლექსუს GX 550 სამყაროს სიღრმისეულად შეცნობის შესაძლებლობას იძლევა.

ნახეთ, როგორ შეაფასეს ლექსუსის ახალი მოდელი - ღონისძიებაზე მიწვეულმა კონტენტ კრეატორებმა:

ნიკა აბაშიძე:

ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. მთელი დღე გრძელდებოდა მოგზაურობა და ყველა დეტალი ისე იყო დაგეგმილი რომ იდეალურად იყო გათვალისწინებული ადამიანური ფაქტორები, რაც ძალიან რთული გასაკეთებელია“.

ნინა ცქიტიშვილი:

აქამდე არ მქონია ლექსუსის მართვის გამოცდილება და საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. გარდა იმისა, რომ LexusGX 550 - ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს, ის ძალიან კომფორტული და საოცრად რბილი სატარებელია. და რაც ყველაზე მთავარია, არის გამძლე. მისი საჭის მართვის დროს უსაფრთხოების საოცარი განცდა გეუფლება. ის დაუვიწყარი თავგადასავლებისა და ფუფუნებისთვისაა შექმნილი“.

გიორგი ისაკაძე:

„2024 წლის Lexus GX იმ ფილოსოფიის გამგრძელებელია, რომლითაც ეს ავტომობილი იაპონური ავტოკონცერნის სამოდელო ხაზში პირველად გამოჩნდა, ჯერ კიდევ შორეულ 2002 წელს. მას შემდეგ, Lexus GX-მა რამდენიმე თაობა გამოიცვალა, დაიხვეწა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მომხმარებელი იპოვა - ადამიანი, რომელსაც ავტომობილში, ძირითადად, კომფორტი, გამძლეობა და მაღალტექნოლოგიურობა მოსწონს, მაგრამ, არც ფიზიკურად და სულიერად დატვირთულ ოფროუდზე ამბობს უარს. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი არც თუ ისე ცოტაა, რაზეც წლების განმავლობაში გლობალურად გაყიდული 600,000-მდე Lexus GX მიუთითებს.

ამ ყველაფერში მე თავად დავრწმუნდი, როცა მონაწილება მივიღე ტოიოტა კავკასიის მიერ არაჩვეულებრივად ორგანიზებულ ღონისძიებაში ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, სადაც ლექსუსის ახალ GX 550 მოდელს საზოგადოებისთვის ბევრი პატივსაცემი პიროვნებები გაეცნენ“.

(R)

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა