რომან გოცირიძე - ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია

როდესაც ანტიკორუფციული ბიურო იქმნებოდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მორიგი რეპრესიული აპარატი იქნებოდა - როგორც კი პირველივე შანსი მიეცათ, ის ხელისუფლების სასარგებლოდ და არასამთავრობო სექტორში რეპრესიებისთვის გამოიყენეს, - ასე აფასებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო.

გოცირიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საცეცებს, ასე იყენებს ხელისუფლება.

„ანტიკორუფციული ბიურო პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება - მის ხელმძღვანელს პირდაპირ ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი.

ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ამ ორგანიზაციის ამ ფორმით არსებობა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ, ფაქტობრივად, გადაწყვიტა ის არასამთავრობო ორგანიზაციები დააწიოკოს, რომლის წინააღმდეგაც პროცედურები წამოიწყო - მან საკუთარ ხელში აიღო საგადასახადო სამსახურის, ფინანსური პოლიციის და ყველა მაკონტროლებლის ფუნქცია. კანონის დარღვევით ამ ორგანიზაციებს ფაქტობრივად აჩერებს.

როგორც კი პარტიების ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადავიდა, ნათელი იყო, რომ ნებისმიერ პირს და ორგანიზაციას პარტიულ აქტიურობას მიაკერებდნენ.

ამ ლოგიკით პირველ რიგში ტელეკომპანია „იმედი“ უნდა შეამოწმონ, დააჯარიმონ და გაანადგურონ, რადგან ეს არის რუსული ტელევიზია, რომლის მთელი ფინანსები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიზანს ეხმარება. გუშინ „იმედის“ დამფუძნებელმა ღიად განაცხადა, რომ ბიზნესში უნდა ვიყოთ, მაგრამ 25 წელია მოგება არ მიგვიღია, რადგან პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევითო - ანუ „იმედში“ ბიძინას ფულს იმიტომ ვხარჯავთ, რომ პოლიტიკურ მომსახურებას ვეწევითო“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა