ანა ნაცვლიშვილი - ანტიკორუფციული ბიურო რეპრესიულ მექანიზმად გადაიქცა - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, ის პარტიებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დასდევს, თანაც შერჩევითად!

ანტიკორუფციული ბიურო რეპრესიულ მექანიზმად გადაიქცა - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, ის პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დასდევს, თანაც შერჩევითად! - ამის შესახებ მედიასთან „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ამ კონტექსტში ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში კორუფცია „პირდაპირ სახეში გიყურებს" და ამ ფონზე, ჩნდება კითხვა, რამდენად შეასრულა ანტიკორუფციულმა ბიურომ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება და კორუფციის რომელი ერთი ფაქტი გამოავლინა.

„ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მთავარი ფუნქცია და ლეგიტიმური მიზანი იყო ის, რომ ბიურომ მოქალაქეთა ფინანსები დაიცვას, რათა ის ჩინოვნიკებმა არ მიიტაცონ და ძალაუფლებაში მყოფი პირების უკანონო გამდიდრებას არ მოხმარდეს. სწორედ ეს იყო ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ამოცანა. ჩვენ ვხედავთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიუჯეტი მიტაცებისგან დაიცვას. ნაცვლად ამისა, ის რეპრესიულ მექანიზმად გადაიქცა, დასდევს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, თანაც შერჩევითად. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ გამოხატული რეპრესიული მექანიზმი, რომელიც თავისუფალი, თანასწორი საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა