ხატია დეკანოიძე - რაჟდენ კუპრაშვილი თავისი ფიქტიური ბიუროთი „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებს - ანტიკორუფციული ბიურო მანდატიდან გავიდა!

რაჟდენ კუპრაშვილი თავისი ფიქტიური ბიუროთი „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებს - ანტიკორუფციული ბიურო მანდატიდან გავიდა! - ეს განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძის აზრით, ანტოკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება დანაშაულებრივია. მას არავინ ეკითხება ისეთ გადაწყვეტილებას, რაც არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით მიიღო.

ჩვენ ამ ხელისუფლებას 26 ოქტომბერს დავასრულებთ და ჩვენი გამარჯვების შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილისნაირი დამნაშავეები ვერ იქნებიან წამყვანი ანტიკორუფციული მიმართულებით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება