ჯო ბაიდენი - არ შეგვიძლია თავს “დაღლის” საშუალება მივცეთ, არ შეგვიძლია შევტრიალდეთ - მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს

უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა თავის მთავარ მიზანში. ის უკრაინის განადგურებას გეგმავდა, მაგრამ უკრაინა ჯერაც თავისუფალია. მას ნატოს შესუსტება სურდა, მაგრამ ნატო უფრო დიდია, უფრო ძლიერია, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე აქამდე”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძალისხმევის შესუსტება.

“ახლა ჩვენს წინაშე კიდევ ერთი არჩევანი დგას: შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა უკრაინას ომში გამარჯვებასა და თავისუფლების შენარჩუნებაში დავეხმაროთ? თუ უკან დავიხევთ და აგრესიის ახალ ტალღასა და მთელი ერის განადგურებას დავუშვებთ?

ჩემი პასუხი ვიცი. არ შეგვიძლია საკუთარ თავს “დაღლის” საშუალება მივცეთ. არ შეგვიძლია შევტრიალდეთ. და უკრაინისთვის ჩვენს მხარდაჭერას არ შევასუსტებთ - სანამ უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს გაეროს ქარტიის შესაბამისად”, - განაცხადა ბაიდენმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია