საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისრაელის არიელის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის - „მევენახეობა და მეღვინეობა“, ხუთი სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას გადის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტზე ისრაელის სახელმწიფოს არიელის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის - „მევენახეობა და მეღვინეობა“, ხუთი სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას გადის. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მითივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საწარმოო პრაქტიკას ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების არაერთი სტუდენტი გადის. ისრაელის არიელის უნივერსიტეტის სტუდენტები კი საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ. ისინი საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში ყურძნის მიღების, ნედლეულის ხარისხის კონტროლის, გადამუშავების, ასევე, ქვევრში ღვინის დაყენებისა და სხვა ენოლოგიურ პროცესებში მონაწილეობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანის, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის თქმით, არიელის უნივერსიტეტის სტუდენტების ღვინის საწარმოო პრაქტიკის მიზანი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის, ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების, ღვინის დაყენების კლასიკური და ქართული ტრადიციული წარმოების მეთოდში მონაწილეობა და ქვევრის ფენომენის გაცნობა და გაზიარებაა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ისრაელის არიელის უნივერსიტეტის პროფესორი, ისრაელის უძველესი ღვინოებისა და ყურძნის მკვლევარი, მსოფლიოში ცნობილი მეღვინე და სამსონის ოჯახის ღვინის დირექტორი შივი დრორი ეწვია. ვიზიტის მიზანს ორ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და არიელის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამეცნიერო და საერთაშორისო კუთხით სამომავლო გეგმების განხილვა და შემუშავება წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში, მევენახეებისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ამავე დეპარტამენტის ექსპერტის, პროფესორ დავით მაღრაძის ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ. საუბარი შეეხო სამეცნიერო პროექტებისა და საერთაშორისო კონგრესის ჩატარების საკითხებსაც. ვიზიტის ფარგლებში შივი დრორმა ქართლსა და კახეთის რეგიონებში, საერთაშორისო პრაქტიკის გავლის მიზნით, არიელის უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტი მოინახულა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საწარმოო პრაქტიკა საქართველოს ტექნიკურ და ისრაელის არიელის უნივერსიტეტებს შორის 2022 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ფართო ხასიათს მიიღებს“, - აცხადებს ედიშერ კვესიტაძე.

ინფორმაციისთვის, ისრაელის სახელმწიფოს არიელის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ერთი თვის განმავლობაში, ქართლისა და კახეთის რეგიონების წარმატებული ღვინის საწარმოები „შატო მუხრანი“ და „ღვინის კომპანია შუმი“ მასპინძლობენ, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარებასა და გაძლიერებაში და ხელს უწყობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი