„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს, რითაც არა მხოლოდ იზიარებს ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის ცნობით, ცენტრი მომხმარებელს უზიარებს ინფორმაციას ახალი, ეკომეგობრული ტექნოლოგიების შესახებ, ზრუნავს თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე, სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვაზე, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებასა და გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებაზე, საქმიანობის პროცესში კი ეკომეგობრული პრინციპების გატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაც სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, კომპანია თანამშრომლებისთვის რეგულარულად ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, ნარჩენების სწორად მართვას, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარებას, საქმიანობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების სწორად დაცვას, ნარჩენების სათანადოდ დახარისხება-შეგროვებას იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად ახლდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვისა და მათი რეციკლირების მეთოდები და ა.შ.

„კომპანიაში ეკომეგობრული კონცეფციის დანერგვა თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების გაღრმავებით იწყება. ცენტრის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, გროვდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენები. მათ გატანასა და გადამუშავებას, გარკვეული პერიოდულობით, კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს. სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირების მიზნით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომანქანის გამოყენებული და ნარჩენი ზეთებით ამუშავებს ამერიკული წარმოების გათბობის სისტემას, რომლის ფუნქციონირებაც სწორედ მეორად ზეთზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, რომელმაც ნარჩენების მართვა სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად დაიწყო“, - ამბობს თინათინ მაკარიძე.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ უმთავრესი გარემოსდაცვითი გამოწვევა 2050 წლამდე CO2-ის ნულოვანი ემისიაა, ერთი მხრივ, ავტომობილების ექსპლუატაციის და მეორე მხრივ, წარმოების პროცესში.

„ტოიოტას მიზნები ავტოინდუსტრიაში დიდი ხანია გასცდა მხოლოდ დახვეწილი დიზაინის მქონე მძლავრი, უსაფრთხო, ყველგანმავალი ავტომობილების შექმნას და მათ აღჭურვას უახლესი ჰიბრიდული ტექნოლოგიებით. ჰიბრიდების წარმოების პარალელურად, ტოიოტა აქტიურად მუშაობს ისეთ უახლეს ტექნოლოგიებზე, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის, მათ შორის „მწვანე წყალბადის“ და ელექტროენერგიის მოხმარებაზეა დაფუძნებული, ქმნის 21-ე საუკუნის მკვეთრად ინოვაციურ, მეტად ეკომეგობრულ, მეტად ეკონომიურ, ამავე დროს, მძლავრ და უსაფრთხო სერიულ ავტომობილებს, ელექტრომობილებს და მათ მომავლის წარმოებად განიხილავს. მომავლის ავტომობილებმა სრულად უნდა დააკმაყოფილონ უმთავრესი მახასიათებლები: გარემოზე მინიმალური ზემოქმედება, ნულოვანი გამონაბოლქვი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ეფექტური მოხმარება და უნდა გამოსცენ უმცირესი ხმაური,”- აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე განცხადებით, საქართველოში ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებზე მოთხოვნა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მეტად გაიზრდება. სადღეისოდ კი, მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე ჭარბობს.

„ტოიოტა წარმატებით ავსებს ყველა სამოდელო ხაზს ჰიბრიდებით, რადგან ამ ტიპის ავტომობილები ეკომეგობრულია და გარემოს გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ჰიბრიდებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია და დილერის მეშვეობით, ყველა უახლესი ჰიბრიდულძრავიანი მოდელი და ორიგინალი წარმოების ავტონაწილები, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. თუმცა ჰიბრიდული ტექნოლოგიებით და ორიგინალი ავტონაწილებით მომხმარებლის დაინტერესება ერთბაშად არ მომხდარა. წლების მანძილზე მომხმარებლის სკეფსისის დაძლევა და ამ მიმართულებით მისი ცნობიერების ამაღლება სწორედ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დიდი დამსახურებაა. იმავეს ვიტყოდით ელექტრომობილებსა თუ წყალბადის ძრავიან ავტომობილებზე. საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ამ მომავლის ავტომობილების მიმართ ინტერესიც მკვეთრად გაიზრდება. მთავარია, დღეს მომხმარებელი აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას და გაცილებით მეტს ფიქრობს, როგორ შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება. ამ საკითხში ჩვენი მომხმარებელი უკვე ჩვენი პარტნიორია“, - ამბობს თინათინ მაკარიძე.

კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს „ტოიოტა ცენტრი თბილისის” მხრიდან გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირების შესაძლებლობებზე და ამბობს, რომ დილერი აქტიურად ეხმიანება „ტოიოტა მოტორ კორპორაციის” ამ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას და გარემოში CO2-ის ემისიის შესამცირებლად ენერგოეფექტურ პროექტები ახორციელებს.

„ჩვენი კომპანიის სათავო ოფისის სახურავზე დამონტაჟებულმა, მზის ენერგიაზე მომუშავე სოლარპანელებმა წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 199 513 კვტ.სთ მწვანე ენერგია გამოიმუშავა და სრულად მოამარაგა „ტოიოტა ცენტრი თბილისი”. პარალელურად, ამ ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებით, კომპანიამ CO2-ის ემისია მიმდინარე წელს უკვე 80 ტონით შეამცირა. მზის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2023 წლიდან შევიდა და საერთო ჯამში 414 710 კვტ.სთ მწვანე ენერგია გამოიმუშავა, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა კი 166 ტონით შეამცირა, რაც 13 270 ხის დარგვის ტოლფასია. ამას ემატება ოფისის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათების სისტემა. ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებით, ცენტრი ეხმიანება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს. ვფიქრობთ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კონკრეტულმა კომპანიამ განახორციელოს მწვანე ინვესტიცია და ამ გზით, მნიშვნელოვნად შეამციროს, როგორც გარემოზე ზიანი, ასევე, მიმდინარე ხარჯებიც”, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ეკომეგობრული მიდგომები მომავალშიც კომპანიის პრიორიტეტად დარჩება. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მუდამ იზუნებს მომხმარებელთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პროცესებში ის ტოიოტასთან ერთად ჩართოს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ