აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანდაცვისა და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

„შეხვედრას არ დასწრებია წალენჯიხის მერი და არც მერიის წარმომადგენლები. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, წალენჯიხაში დევნილთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მთავრობის მხრიდან მათ ყველა პრობლემაზე ისეთივე სწრაფი და ეფექტური რეაგირება განხორციელდება, როგორც სხვა რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის.

ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროებების შესწავლის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება დაავალა.

მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს, შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას ადგილზე მათთან პირადი კომუნიკაციის გზით გეგმავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს