Reuters - რუსეთი რაკეტების გადაცემის შესახებ „ჰუსიტებთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსეთი რაკეტების გადაცემის შესახებ „ჰუსიტებთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დასავლურ და რეგიონულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, რუსეთსა და „ჰუსიტებს“ შორის ფარული მოლაპარაკებები ირანის შუამავლობით მიმდინარეობს და რუსეთის მიერ „ჰუსიტებისთვის“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას ითვალისწინებს.

წყაროებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ მიმდინარე წელს რუსეთისა და „ჰუსიტების“ წარმომადგენლები თეირანში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და შემდგომი მოლაპარაკებები უახლოესი კვირების განმავლობაში გაიმართება.

სააგენტო წერს, რომ რუსეთს „იახონტის“ რაკეტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა