გოგიტა თოდრაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დასაქმება შესთავაზა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე.

„გოგიტა თოდრაძემ სტუდენტებთან დეტალურად ისაუბრა აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ.

მისი თქმით, სტუდენტებს სპეციალური ტრენინგის შემდეგ, აღწერის პროცესში ინტერვიუერის პოზიციაზე ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულია თავისუფალი გრაფიკი, ხოლო პერიოდი ორ კვირას მოიცავს.

შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღწერის მოცულობით საქმიანობაში უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერა გამოხატა.

სტუდენტებისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ - მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია