გია ხუხაშვილი - არ მგონია, რომ ვინმე ირაკლი კობახიძეს სერიოზულად უსმენდა - საერთაშორისო გაგებით „უცხო სხეულად“ იქცა, მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას

არ მგონია, რომ ვინმე ირაკლი კობახიძეს სერიოზულად უსმენდა - საერთაშორისო გაგებით „უცხო სხეულად“ იქცა. მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას,- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, შეერთებული შტატების მიწაზე ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა ირაკლი კობახიძის იგნორირებას ახდენს.

„ვფიქრობ, შეფასებას აზრი დაკარგული აქვს. რა მნიშვნელობა აქვს? მხოლოდ სიტყვებია, რასაც გაეროს ტრიბუნიდან საუბრობდა, არ მგონია, რომ ვინმე მას იქ სერიოზულად უსმენდა. მისი გამოსვლა იყო ქართულ საზოგადოებისკენ მიმართული, გარკვეული შელამაზებებით, აგრესია არ იგრძნობოდა, რასაც აქ ვისმენთ ხოლმე ტრიბუნიდან. ფაქტია, რომ საერთაშორისო გაგებით „უცხო სხეულად“ იქცა. მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას, როგორებიც არიან ყველაზე ცუდ პერიოდში სხვადასხვა დიქტატორები, ავტორიტარები. ჯერ კიდევ ხრუშჩოვიდან დაწყებული.

შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს ხელისუფალი ასეთი სტატუსით მოგვევლინა შეერთებული შტატების მიწაზე, სადაც ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა იგნორირებას ახდენს. თავს შევიკავებდი შეფასებებისგან, არ მგონია, აზრი ჰქონდეს“,-აღნიშნა ხუხაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას სჯერა, საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება. ამასთან, განმარტა, რომ საქართველო იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო რიგი რთული გადაწყვეტილებები და არ შეუშინდა გამოწვევებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს