პრემიერ ირაკლი კობახიძის ბაიდენის მიღებაზე მიწვევა-არ მიწვევის მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ატლანტიკური საბჭოს წევრს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.
- ბატონო დავით, აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის მიღებაზე პრემიერ ირაკლი კობაძისთვის მიწვევაზე უარის თქმის თემა აქტიურად განიხილება და ამ თემაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.
თქვენ საქართველოს ელჩი იყავით აშშ-ში, ამიტომაც საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე თქვენი მოსაზრებების მოსმენა. ვგულისხმობ, ჯერ როგორც მიწვევას ამ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერის, ისე შემდეგ მიწვევის გაუქმებას. მომხდარის გამო ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აშშ-ს სტუმარ-მასპინძლობის არცოდნაში ადანაშაულებს. ზოგი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას სდებენ ბრალს.
არადა, გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე უარი თქვა, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა სალივანმაც. საუბარია თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე, რომელმაც დიდი როლი აქვს შესრულებული იმაში, რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
თქვენი აზრით, რა მოხდა, ვგულისხმობ, ჯერ მიწვევას აშშ-ს პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე, და შემდეგ, ამ მიღების გაუქმებას?
- ჩემი აზრით, მომხდარი არის ლოგიკური გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ატარებს და ატარებს წლებია. ვგულისხმობ ანტიდასავლურ რიტორიკას, 2008 წლის ომის დაწყებაში დასავლეთისთვის დაბრალებას, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში, ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში ძირს უთხრის დემოკრატიას, ხდება ქართველი ერის ინტერესების იგნორირება და სახელმწიფოს მიტაცება და კიდევ ბევრი სხვა.
ბოლო თვეებში ხელისუფლება გააქტიურდა იმის მტკიცებაში, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ. რაც სრულიად აბსურდულია, იმეორებს კრემლის ყველაზე დაბალი ხარისხის იაფასიან პროპაგანდას.
ამგვარი პროპაგანდა გვესმის როგორც „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებისაგან, ასევე ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლებისაგან. როგორც პრემიერისგან, ისე მთავრობის წევრებისაგან.
ის, რაც უკავშირდება პრემიერ კობახიძის პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვევა-არ მიწვევას, დამანგრეველია საქართველოს ინტერესებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. აშშ-ს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, არ შეესაბამება ქართველი ერის საუკეთესო ინტერესებს.
ის რაც უკავშირდება პრემიერ კობახიძის პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვევა-არ მიწვევას, დამანგრეველია საქართველოს ინტერესებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. აშშ-ს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, არ შეესაბამება ქართველი ერის საუკეთესო ინტერესებს
ეს ერთად-ერთი რასაც ემსახურება, და ვინც შეიძლება ასეთი ტიპის ქმედებებით და რიტორიკით, ქვეყნის მიტაცებით, ავტორიტარული მმართველობით, ქვეყანაში თავისუფალი სივრცის შეზღუდვით, ანტიდასავლური პროპაგანდით, რომელიც არანაირ ლოგიკაშიც აღარ ექვემდებარება, კმაყოფილია მხოლოდ რუსეთი. ხელისუფლების ამგვარი ქმედება გათვლილია ძალიან მარგინალურ ჯგუფებზე. ამას კი საქართველოსთვის, შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება ქვეყნის შიგნით შუღლსა და პოლარიზაციას აღვივებს. ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებას. როგორც წესი, დასავლურ დემოკრატიებში ხელისუფლებები დაკავებული არიან იმით, რომ მოახდინონ საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის წინაშე არსებული დიდი ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელი იყოს. ჩვენი ხელისუფლება კი პირიქით, ცდილობს ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებას და აღვივებს შუღლს ქვეყნის შიგნით.
დასავლურ დემოკრატიებში ხელისუფლებები დაკავებული არიან იმით, რომ მოახდინონ საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის წინაშე არსებული დიდი ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელი იყოს. ჩვენი ხელისუფლება კი პირიქით, ცდილობს ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებას და აღვივებს შუღლს ქვეყნის შიგნით
ეს არავის არ შეიძლება მოსწონდეს გარდა ერთი ქვეყნისა, რუსეთისა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს და ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
როდესაც ასეთი ამბები ხდება, იმაზე მეტი დარტყმა რა უნდა იყოს ქვეყნისთვის, თუ რა საგარეო პოლიტიკას ატარებს ჩვენი ხელისუფლება. ამ პოლიტიკის შედეგები საქართველოს სამთავრობო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტისას ცხადად ვიხილეთ. ეგ კი პირველ რიგში დამაზიანებელია ჩვენთვის.
- ამ თემაზე ქართულ სოციალურ ქსელს თუ გადახედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი სპიკერ შალვა პაპუაშვილის მსგავსად მომხდარში ამერიკას ადანაშაულებს, რომლებსაც ქართველებისგან ჯერ არ უსწავლიათ ქართული სტუმარ-მასპინძლობა.
არადა, როგორ უნდა ესწავლათ, როცა, თბილისში ჩამოსულმა სახ.დეპის მაღალჩინოსანმა ითხოვა ივანიშვილთან შეხვედრა, მასთან შეხვედრაზე ივანიშვილმა უარი თქვა. მაშინ მან თქვა, - ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის დაწესებულიო. ამის შემდეგ აშშ-მ ჩვენი პრემიერი მიიწვია ვაშინგტონში და ჩვენებმა ამ ვიზიტზე უარი თქვეს. ამის შემდეგ სენატის ორპარტიულ დელეგაციას უნდოდა მასთან შეხვედრა, ივანიშვილმა ისინი ისევ არ მიიღო. პაპუაშვილი და კობახიძე მათ კი შეხვდნენ, მაგრამ ვაშინგტონში ხომ იციან რომ აქ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ამას თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლება ლანძღავს ამერიკელებს იმის გამო, რომ თურმე აშშ დგას"გლობალური ომის პარტიის" უკან.
პრემიერმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ თქვა, - თუ ასე გააგრძელეთ, თქვენთან ურთიერთობებს გადავხედავთო. იგულისხმებოდა პრორუსული ძალებად მიჩნეული ჯგუფების წარმომადგენლებისა და დარბევებში მონაწილე შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება.
პრემიერის ჯერ მიწვევა და შემდეგ მიწვევაზე უარის თქმა, ნამდვილად არ გამხარებია, მაგრამ, როცა თავად ისე იქცევი, როგორც არა კარგი მასპინძელი, გაუგებარია, რატომ გვიკვირს, რომ მათ ქვეყანაში ყოფნისას პატივისცემით არ გექცევიან?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჰგონიათ, რომ თუ „ქართული ოცნება“ აქ ავტორიტარულ რეჟიმს დაამყარებს, სახელმწიფოს მიიტაცებს ამას დასავლეთი მიესალმება? სხვათა შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უდიდესი როლი მიუძღვით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, ჩვენში ინსტიტუციების განვითარებაში და ქვეყნის აღმშენებლობაში. ამ პროცესში საქართველოს აშშ-ს და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ახლა რა ქვეყანა გვექნებოდა, ძნელი წარმოსადგენია. აქ ვგულისხმობ ეკონომიკურ განვითარებასაც.
სხვათა შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უდიდესი როლი მიუძღვით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, ჩვენში ინსტიტუციების განვითარებაში და ქვეყნის აღმშენებლობაში. ამ პროცესში საქართველოს აშშ-ს და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ახლა რა ქვეყანა გვექნებოდა, ძნელი წარმოსადგენია. აქ ვგულისხმობ ეკონომიკურ განვითარებასაც
უკვე სახუმარო თემად იქცა ხელისუფლების რიტორიკა „გლობალურ ომის პარტიაზე.“ ვიკიპედიაშიც კი საუბარია იმაზე, რომ ასეთ აბსურდულ შეთქმულების თეორიები, „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს უკავშირდება. ავტორიტარულ შეთქმულების თეორიებს ავტორიტარული ქვეყნები იყენებენ იმისთვის, რომ თავისი ძალაუფლება განამტკიცონ. საზოგადოებაში შუღლის, განხეთქილებისა და შიშის ატმოსფერო შექმნან იმისთვის, რომ თავისი მმართველობა და კორუფციული სისტემა განამტკიცონ. ეს არის და ეს.
ვფიქრობ, რომ აქ გასაკვირი არაფერია. სამწუხაროდ, რაც აშშ-ში პრემიერ კობახიძის პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვევა-არ მიწვევასთან დაკავშირებით მოხდა, იყო ლოგიკური და ამაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
- ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ტიპის იზოლაციონიზმს? ბევრი, საკმაოდ კვალიფიციური ხალხი ამბობს, რომ „ქვეყანა უფსკრულის წინაშე დგას“. სხვები, ასევე კვალიფიციური ადამიანები ამბობენ რომ „ჩვენ უფსკრულში უკვე კარგა ხანია ვართ“ და ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, ამ უფსკრულიდან როგორ ამოვძვრეთ. თქვენი დაკვირვებით, ჩვენ საგარეო პოლიტიკის გამო „უფსკრულის წინაშე ვდგავართ“, თუ „ამ უფსკრულში კარგა ხანია ვართ“?
- „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი თვითიზოლაციაში თავად მოიქცია, ამიტომაცაა, რომ მას საერთაშორისო დღის წესრიგი აღარ გააჩნია, მათ არ სურთ არც ევროპული ინტეგრაცია, არც პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათთან თანამშრომლობა არც თავდაცვის სფეროში და არც ეკონომიკურ სფეროში.
საერთაშორისო ურთიერთობებში ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, განამტკიცოს საკუთარი ძალაუფლება. ერთადერთი, რაც მათ სურთ საერთაშორისო პარტნიორებისგან ისაა, რომ მათ აღიარონ მათ მიერ მიტაცებული მმართველობა. ეს კი ჩემი აზრით არც სწორი და არც გამართლებული არ იქნებოდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
საერთაშორისო ურთიერთობებში ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, განამტკიცოს საკუთარი ძალაუფლება. ერთადერთი, რაც მათ სურთ საერთაშორისო პარტნიორებისგან ისაა, რომ მათ აღიარონ მათ მიერ მიტაცებული მმართველობა. ეს კი ჩემი აზრით არც სწორი და არც გამართლებული არ იქნებოდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან
როდესაც ჩვენ იზოლაციაზე ვსაუბრობთ, მათ თავად მოახდინეს საკუთარი თავისი იზოლაცია. „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად გააქრო საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან. საუბარია იმ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში იყო და ემსახურებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად გააქრო საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან. საუბარია იმ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში იყო და ემსახურებოდა
- როცა ამ თემებზე ფიქრობ, გინდა დაიჯერო, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ასე გამოუვიდა, მაგრამ, როცა ბოლო ხანებში ხელისუფლების რიტორიკას გაიხსენებ და ასევე მის მიერვე გადადგმულ ნაბიჯებს, ხელისუფლების მიერ დასავლეთის თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად დემონიზირებას, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ხელისუფლება თავად ცდილობდა აშშ-გან და ევროპისგან დისტანცირებას. შედეგად კი გვაქვს ის, რაც გვაქვს.
მაგრამ, ეს კეთდებოდა რისთვის? მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის? თუ ამის უკან კიდევ რაღაც სხვა გეგმებია?
- ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები მიზანმიმართული ქმედებები იყო. ჩემი ვარაუდით, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ის, რომ დასავლეთმა საქართველოს მიმართ შეამციროს კეთილგანწყობა და გააძლიერონ რუსეთის გავლენები, რაც მათ საშუალებას მისცემს განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც თავად ჩამოაყალიბეს.
საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები მიზანმიმართული ქმედებები იყო. ჩემი ვარაუდით, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ის, რომ დასავლეთმა საქართველოს მიმართ შეამციროს კეთილგანწყობა და გააძლიერონ რუსეთის გავლენები, რაც მათ საშუალებას მისცემს განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც თავად ჩამოაყალიბეს
ეს არის ჩვეულებრივი რუსული სქემა. საერთოდ, რუსეთი თავის გავლენას ამტკიცებს კორუმპირებული რეჟიმების შექმნით, შემდეგ მხარდაჭერით და შენარჩუნებით. რუსეთს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანასთან არ აქვს ნორმალური ურთიერთობა. ვისთანაც აქვს კარგი ურთიერთობა, არიან ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან.
ამიტომაცაა, რომ ვამბობ, ხელისუფლების მიზანმიმართული ანტიდასავლური ქმედებები არ არის ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში. ასეა, რადგანაც ეს ემსახურება მხოლოდ მმართველი კორუმპირებული კლანის ინტერესებს.
- იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნება“ გაიმარჯვა, მას აქვს რესურსი გამოასწოროს ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირთან?
- არც ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს აშშ-თან და ევროპასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს. არჩევნების მეტ-ნაკლებად სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში წარმოუდგენლად მიმაჩნია „ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვება. ყველა კვლევა ადასტურეს, რომ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს. გამოკითხვებში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ კვლევებს.
არც იმას ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ამოცანაა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ჰქონდეთ კარგი პარტნიორული ურთიერთობები. მათ გეზი აქვთ აღებული იმაზე, რომ საქართველოში გაძლიერდეს რუსეთის გავლენები. ასეა, რადგან მათი სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში ავტორიტარული მმართველობის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს განუსაზღვრელი ვადით მათ ხელისუფლებაში ყოფნას.
არც იმას ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ამოცანაა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ჰქონდეთ კარგი პარტნიორული ურთიერთობები. მათ გეზი აქვთ აღებული იმაზე, რომ საქართველოში გაძლიერდეს რუსეთის გავლენები. ასეა, რადგან მათი სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში ავტორიტარული მმართველობის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს განუსაზღვრელი ვადით მათ ხელისუფლებაში ყოფნას
თუ დააკვირდებით ავტორიტარიზმის დამკვიდრება მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში არ ხდება. ეს ხდება ასევე ეკონომიკის სფეროში. ვგულისხმობ რუსული კაპიტალის მოძალებას და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას. ამიტომაცაა, რომ დასავლეთთან საინვესტიციო ურთიერთობები არ ვითარდება. ეკონომიკაში რაც ხდება არის საქართველოში რუსული კომპანიებისა და კორპორაციების განვითარება.
რუსული კაპიტალი კი უმეტეს შემთხვევაში კრიმინალური კაპიტალია და დამოკიდებულია კრემლზე და მათ კომერციული ინტერესი კი არა პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ.
არ არსებობენ რუსი ოლიგარქები, რომლებიც არ არიან თავიდან ბოლომდე დამოკიდებული კრემლზე. ასეა, რადგან რუსეთში არ არის თავისუფალი ბაზარი და არც ეკონომიკაა იქ თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. რუსეთში თავისუფალი მეწარმის არსებობა ოქსიმორონია. რა თქმა უნდა, მსხვილ კომპანიებზე მაქვს საუბარი.
- ვხედავთ, რომ როგორც წინა არჩევნებზე იყო აქტუალური ლოზუნგი „გარეჯი საქართველოა“, ახლა მასშტაბი აშკარად გაზრდილია, ვგულისხმობ იმას რომ აქტუალურია აფხაზეთისა და სამხრე ოსეთის დაბრუნების თემები. ვნახეთ, თუ როგორ მოუწოდა გორში ივანიშვილმა მოსახლეობას „თავის თავში იპოვონ ძალა“ და ბოდიში მოუხადონ ოსებს, მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის. არადა, რუსები მკაფიოდ ამბობენ, რომ კრემლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წამღები არაა. ასეთ ვითარებაში ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფლიქტების მოგვარების რა მოდელებზეა საუბარი გაუგებარია. ამ თემებში რისი იმედი უნდა ჰქონდეს ან ხელისუფლებას, ან საზოგადოებას?
- ვფიქრობ, რომ კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული ხელისუფლების რიტორიკა კონფლიქტების მოგვარებას არ უკავშირდება. ეს რიტორიკა ემსახურება საქართველოში რუსული გავლენების გაზრდას და რუსეთის რეპუტაციის გამოსწორების მცდელობას.
როცა ხელისუფლება ქართველ ხალხს მოუწოდებს აგრესორს ბოდიში მოუხადოს, ამას მხოლო ერთი ამოცანა აქვს, რეპუტაციული და იმიჯური დახმარება გაუწიოს რუსეთს. 2008 წელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს პარტნიორებში იყო, მაგრამ, ახლა როცა ყველამ იცის თუ როგორ შევიდა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე და მესამე წელია აწარმოებს ომს, ახლა იმაზე საუბარი რომ საქართველომ დაიწყო ომი გაუგებარია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის.
2008 წელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს პარტნიორებში იყო, მაგრამ, ახლა როცა ყველამ იცის თუ როგორ შევიდა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე და მესამე წელია აწარმოებს ომს, ახლა იმაზე საუბარი რომ საქართველომ დაიწყო ომი გაუგებარია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის
ქართული დიპლომატიას და სამეცნიერო წრეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ რომ საქართველოს სიმართლეში პარტნიორები დაერწმუნებინათ. მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, დასავლეთში არავის ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია რუსების ბრალეულობა არა მარტო უკრაინაში, არამედ, საქართველოში 2008 წლის გამო.
ერთადერთი ვინც ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა, რომელმაც მთელ ერს მოუწოდა მოუხადოს ბოდიში ოსებს. ამით ხელისუფლება ცდილობს რუსების კეთილგანწყობა მოიპოვოს, რათა თავისი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ასეთი ქმედებებით ხელისუფლება სხვა სივრცეს ამის ასახსნელად აღარ ტოვებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი