დავით კირთაძე - ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სიები გადმოეგზავნა მისამართების მიხედვით - ვინ, სად იყო რეგისტრირებული, არც ეს მოგვაწოდეს

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სიები გადმოეგზავნა მისამართების მიხედვით - ვინ, სად იყო რეგისტრირებული. არც ეს მოგვაწოდეს. უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ კანონს ამართლებთ, რომლითაც თქვენ აგირჩიეს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

ის ცესკო-ს თავმჯდომარეს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების ხმის უფლებების შეზღუდვაში სდებს ბრალს.

კალანდარიშვილის რეპლიკაზე, „თუ რა აყვირებდა მას“, კირთაძემ უპასუხა, რომ “ქართული ოცნების“ წევრები ყველას ერთი ენით ესაუბრებიან.

„არ ვყვირი, ნუ გეშინიათ! თუ გეშინიათ, გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ლიდერივით შუშებით შემოიფარგლოთ, იმიტომ რომ თქვენ და „ქართული ოცნების“ წევრები ერთი ენით გვესაუბრებით აქ, კომისიის წევრებს და ზუსტად, ამართლებთ იმედებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იმიტომ შეცვალა კანონი და აგირჩიათ, რომ მათი სურვილების შემსრულებელი ყოფილიყავით", - განცხადა კირთაძემ.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ამ დროისთვის საზღვარგარეთ აღრიცხვაზე 66 997 ამომრჩეველია და ეს მაშინ, როცა მხოლოდ 2023 წელს ემიგრაციაში 163 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უბნების გახსნა მოითხოვეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას, რადგან ყველა მოთხოვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მათივე ცნობით, ასეთი ქალაქებია: ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი და სხვები.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია