გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული.

„შეჯიბრებები გარდა სპორტის 7 სახეობისა (ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი), გაიმართება მხიარულ სტარტებშიც.

მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რომელიც დეკემბერში სრულდება, გაიმართება ზონალური შეჯიბრებები.

ფინალურ ეტაპზე ყველა სახეობასა და დისციპლინაში გამოვლინდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები.

ოლიმპიადა მომავალი წლის ზაფხულამდე გრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს