„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას ახორციელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე.

პროექტში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

“გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით, დათქმულ ვადებში მიმდინარეობს. ჯივიპი მართლაც უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოებს ახორციელებს. წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება და შედეგად ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება” , - განაცხადა სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ.

მიმდინარე ეტაპზე გახოკიძის ქუჩაზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, დამონტაჟდა 60 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 7 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

“Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა გახოკიძის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრული განახლება. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე წყალმომარაგების ქსელების კრიტიკული მდგომარეობა იწვევდა ისნის, სამგორისა და კრწანისის რაიონების 128 000 აბონენტისთვის წყალმომარაგების ხშირ შეზღუდვას. გახოკიძის ქუჩაზე მდებარე სათავე ნაგებობიდან გამომავალი 7 მაგისტრალური წყალდენის რეაბილიტაციის შედეგად თბილისის მოსახლეობის 20%-ზე მეტს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება”, - განაცხადა ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია