სპეციალური საგამოძიებო სამსახური მადრიდში საგამოძიებო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის შეხვედრაში მონაწილეობდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, პირველ მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან და გენერალური ინსპექციის უფროს გიორგი ნოზაძესთან ერთად, ქალაქ მადრიდში „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის“ (ICIN) რიგით მესამე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (ICIN) საქმიანობის მიზანს საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის, პრევენციის და ეფექტიანი გამოძიების თაობაზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

„შეხვედრაზე, საერთაშორისო ქსელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ოპერატიული ინფორმაციის გაზიარების, საგამოძიებო მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და თანამედროვე ტენდენციების თაობაზე იმსჯელეს.

გენერალური ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოთა ქსელს ესპანეთი უხელმძღვანელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის“ (ICIN) წევრი 2023 წელს, წევრობის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ გახდა.

ყოველწლიურ შეხვედრას ქართული მხარის გარდა, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ნიდერლანდების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს, დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის, დანაშაულის ეროვნული სააგენტოს, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერალური ინსპექციის, ესპანეთის ნაციონალური პოლიციის, ასევე, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს