გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა და უმრავლესობის წევრებმა, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 27 სექტემბერი უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

„სოხუმის დაცემის დღე ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ქართველების და აფხაზების ერთობლივი ტრაგედია, რომელსაც ათასობით მებრძოლთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც შეეწირნენ. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობიანი გზით აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა, ათასობით ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია