რატი ბრეგაძე - საიდუმლო არაა, რომ არჩევანი გასაკეთებელია ომსა და მშვიდობას შორის! - როდესაც არსებობენ ძალები, ვინც საქართველოს პირდაპირ მოუწოდებს საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, მოსახლეობამ ბრძნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

როდესაც არსებობენ ძალები, ვინც ქართველ ხალხს და საქართველოს პირდაპირ მოუწოდებს, რომ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს და სურთ, ქართული ქალაქები იბომბებოდეს, მოსახლეობამ ბრძნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს - საიდუმლო არაა, რომ არჩევანი გასაკეთებელია ომსა და მშვიდობას შორის! - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

სწორედ ამ კონტექსტში ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი სურვილია, რომ საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერთოს და ქვეყანაში რაც შეიძლება რთული ვითარება იყოს.

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველო საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფო გახვეულია ცეცხლის ალში. სამწუხაროდ, ამ ომს ათიათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედია.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენი მოსახლეობა სამშვიდობოზე გავიყვანოთ და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის შენარჩუნების საქმეში თავისი წვლილი საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეიტანოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც არის ის, რომ მოსახლეობას ყოველთვის ავუხსნათ და შევახსენოთ, რა საშინელი და საზარელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ომს!“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში