ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრ აჰმედ ალ ხატეებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს, აჰმედ ალ ხატეებს შეხვდა, რომელიც საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის მსოფლიო დღის ფარგლებში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას საუდის არაბეთთან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით.

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, რომელიც 2024 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. ხაზი გაესვა საბჭოს მნიშვნელობას ორი ქვეყნის დაახლოების მიმართულებით.

ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობაზე ვაჭრობის სექტორში. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებთან, მათ შორის, საუდის არაბეთთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთის საქმიანი წრეებს შორის ბოლოდროინდელ გააქტიურებას. აღინიშნა, რომ ქართველი და საუდელი ბიზნესმენების საქმიანი კავშირების გამყარებას ხელს უწყობს საქართველო - საუდის ბიზნეს საბჭოს საქმიანობა, რომლის ორგანიზებითაც რეგულარულად იმართება ბიზნეს ფორუმები.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საუდის არაბეთიდან როგორც პირდაპირი ფრენების, ისე ვიზიტორების რაოდენობა. კერძოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 44%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი მოიცავს მხარეთა კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას ორივე ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ტურიზმის შესახებ ინფორმაციის და საუკეთესო გამოცდილების გაცვლას, ორ ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას, საინვესტიციო პაკეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, საპრომოციო აქტივობების გატარებას და დარგის ექსპერტების ურთიერთგაცვლას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს