პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრებს  დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატნის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძემ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„როგორც ყველა შეხვედრაზე, აქაც გამოიკვეთა მთავარი მოთხოვნა, უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება!“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - მაცაცო ნარიმანიძე, მერის მოადგილე - ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე - კახა ჩიტაური.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს