ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე - ეს აღარ იქნება პროექტი ნულიდან, ეს არის პროექტი, რომელიც დღითიდღე გააჩენს რწმენას და მოლოდინებს, რომ ის წარმატებული იქნება

ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე - ეს აღარ იქნება პროექტი ნულიდან, ეს არის პროექტი, რომელიც დღითიდღე გააჩენს რწმენას და მოლოდინებს, რომ ის წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთი მხრივ პორტის ინფრასტრუქტურა იქმნება, მეორე მხრივ კი, ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მინისტრი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი წინ მიდის და იმედოვნებს, რომ მალე დასრულდება.

„ყველა ის დათქმული დრო, რომელიც განვსაზღვრეთ პროცესის დაწყებიდან (პროცესი აქტიურად 2022 წლის თებერვალში დავიწყეთ) სრულდება. უკვე გამოვაცხადეთ სამშენებლო კონსორციუმის შესახებ. ეს სამუშაოები მიმდინარეობს: მაგალითად, გეოდეზიური კვლევები უკვე ჩატარდა; ახლა მიმდინარეობს კერის დაღრმავების სამუშაოები; ასევე პროექტირება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უნივერსალური “თაუნტექი” ავაშენოთ, რომელიც არის მთავარი საზღვაო ინფრასტრუქტურა პორტის მოსაწყობად. ეს აღარ იქნება პროექტი ნულიდან, ეს არის პროექტი, რომელიც დღითიდღე გააჩენს რწმენას და მოლოდინებს, რომ ის წარმატებული იქნება.

რაც შეეხება ჩინურ კონსორციუმთან თანამშრომლობას, ეს არის პარალელური პროცესი. კერძო საინვესტიციო პარტნიორის შერჩევა არის საკმაოდ კომპლექსური და ბევრ საკითხს მოიცავს. ყველა ექსპერტი ამას ამბობდა, რომ ამას მოლაპარაკებების რამდენიმე თვე სჭირდება, რათა შეთანხმება ხარისხიანი იყოს და ყველა მხარის ინტერესს ითვალისწინებდეს, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ მშენებლობის პარალელური პროცესი და დავგეგმეთ ასე. სხვა შემთხვევაში, ამას არ ექნებოდა თავისი რაციონალი. დროს არ ვკარგავთ - პორტის ინფრასტრუქტურა იქმნება და პარალელურად ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებებს. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების შედეგად გვექნება ხარისხიანი პარტნიორობა, სადაც ყველა მხარის ინტერესები დაბალანსებული იქნება.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროგრესს: კარგად მიდის, ბევრი მიმართულებით პოზიციები დავაახლოვეთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დასრულდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს