ლევან დავითაშვილი - ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა - ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში

ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა - ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან სტუმრობენ, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

„ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა. ეს თემატიკა საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია. ზოგადად, საქართველოსთვის მშვიდობის თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე ომი გადახდა თავს და რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ომის პრობლემები, გამოწვევები, ტრაგედიები. ასე რომ, ალბათ, ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი. ეს თემა არ არის აქტუალური მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში. ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში. ტურიზმს გარკვეულწილად აქვს ფუნქცია, რომ მშვიდობას ხელი შეუწყოს და ხალხებს შორის მშვიდობა გაამყაროს. ეს არის ძირითადი თემატიკა. ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია ჩვენი ცნობადობის ამაღლებისთვის. 40-ზე მეტი ქვეყნიდან გვყავს სტუმარი, 150-ზე მეტი დელეგატი. ესენი არიან ინდუსტრიის წამყვანი ინვესტორები, მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით პოლიტიკის შემქმნელი ორგანიზაციები. ვფიქრობ, საქართველოში მათი ყოფნა ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ასპარეზზე”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს