პრეზიდენტი - რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მეზობლებს პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, ის გახდეს ნორმალური სახელმწიფო - ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება

რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მათ პატივი უნდა სცეს, რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო, ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, “ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი“.

„ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ, რომელსაც უკრაინა იარაღით და ევროპელებისა და ამერიკელების მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ სცენაზე ვახორციელებთ არ შეიძლება უკრაინის დამარცხებით დასრულდეს, ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია. ხვალ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ან საქართველო დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, და ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ტრიოში აღმოვჩნდებით, (სადაც ასევე არჩევნებია, პრაქტიკულად, იგივე დროს, როდესაც ჩვენთან), ან აღარ იქნება საქართველო და იქნება ტრაგედია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ასევე მეზობელი სომხეთისთვის, რომელიც იგივე მიმართულებით ვითარდება და რომელსაც საქართველოს ხიდი სჭირდება და ეს ტრაგედია იქნება კავკასიისთვის და ევროპის წარმომადგენლობისთვის ამ რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მდებარეობით.

რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მათ პატივი უნდა სცეს, რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო, ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება, ეს მიუღებელია, თუ მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება გვსურს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია