ზუგდიდის მერია სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ქალაქში აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. შესაბამისი სამსახურები პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

ინფორმაციის თანახმად, არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე, ნინო ვიბლიანთან ერთად ეცნობა.

მათივე ცნობით, სამუშაოებს ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა