ვარლამ ებანოიძემ მარცხის ისტორიების - Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვებაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ ბათუმში მარცხის ისტორიების - Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვებაშ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარცხის ისტორიები არის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც ასახავს წარმატებული ადამიანების ისტორიებს. ამავე ცნობით, მოძრაობის მიზანია შთააგონოს და მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - როგორ შეიძლება ფინტექ და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა საქართველოში.

ღონისძიებაზე ვარლამ ებანოიძემ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც რეგულირების ტრადიციულ და ახალ მიდგომებს შორის პარალელი გაავლო. ისაუბრა ფინტექის პოტენციალზე, სტარტაპ ეკოსისტემის შესაძლებლობებზე საქართველოში და ინფრასტრუქტურაზე, რაც სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს ფინანსურ ინდუსტრიაში რაც შეიძლება მეტი ბიზნეს მოდელი დანერგონ.

„რეგულირების ახალ მიდგომებში იგულისხმება ქცევითი მეცნიერების კონცეფციების გამოყენება ფინტექთან თანაკვეთაში, რაც საშუალებას იძლევა საზოგადოებრივი პოლიტიკის მიზნების იაფად, სწრაფად და ყოვლისმომცველად მიღწევაში. ასევე სტარტაპერები ისარგებლებენ იმ ინფრასტრუქტურით, რომელსაც ეროვნული ბანკი საბანკო ასოციაციასთან ერთად ქმნის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ბიზნეს მოდელი დაშენდეს საქართველოს ფინანსურ ინდუსტრიაში“, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია