“საქართველოს ბანკის” მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო

"საქართველოს ბანკი” მომხმარებლებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამიერიდან, “საქართველოს ბანკის” მობილბანკში შესრულებული ყოველდღიური, რეგულარული აქტივობების შედეგად, მომხმარებლები დაჯილდოვდებიან და მედლებსა და წამახალისებელ საჩუქრებს მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მობილბანკში მედლების სივრცე უკვე ხელმისაწვდომია. მედლების მოპოვება კი რეგულარული ფინანსური და არაფინანსური აქტივობის შესრულების შედეგადაა შესაძლებელი, როგორიცაა: მაგალითად, გადარიცხვებისა და გადახდების განხორციელება, ფულადი გზავნილის გაგზავნა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გააქტიურება და სხვა.

„მედლები ორი სახისაა - სტატუსის მედალი, რომელიც მომხმარებელს ლოიალობის სტატუსის მიხედვით გამოუჩნდება და მისი მოპოვება პროდუქტების აქტივაციითა და ყოველთვიურად კონკრეტული რაოდენობის გადახდების შესრულების შემდეგაა შესაძლებელი. ხოლო საჩუქრის მედლების მიღებას მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო აქტივობების შესრულებით, მაგალითად, ანაბრის გახსნით ან თუნდაც თანხის გადარიცხვით შეძლებენ. თითოეულ მედალს შესაბამისი საჩუქარი აქვს - PLUS ქულები, ფასდაკლების ვაუჩერები, ქეშბექები და სხვა.

იმისათვის, რომ ნახოთ მედლებისა და საჩუქრების სივრცე, მობილბანკის „ჰაბს“ უნდა ესტუმროთ. მედლების სივრცეში პირველ პოზიციაზე ლოიალურობის პროგრამის სტატუსის მედალი დაგხვდებათ, რომელიც Starter, Bronze, Silver და Gold სტატუსებს აერთიანებს. მათ განსხვავებული უპირატესობა აქვთ (მაგალითად, გადახდისას მეტი PLUS ქულის დაგროვება, ფასდაკლება ევექსის კლინიკებში და სხვა), სტატუსის გაუმჯობესება ან შენარჩუნება კი სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის შედეგად შეიძლება.

ამავე გვერდზე წარმოდგენილია საჩუქრის მედლების ჩამონათვალი, როგორებიცაა, „თანამედროვე ფინანსისტი“, „ავტო მზრუნველი“, PLUS დებიუტანტი”. აქვე ნახავთ იმ აქტივობების სიას, რომელთა შესრულების შემდეგაც დასაჩუქრდებით.

აღსანიშნავია, რომ მედლებისა და საჩუქრების მოსაპოვებლად დრო შეზღუდული არ არის და იგი აპლიკაციაში მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის აპლიკაციის უახლესი ვერსია. აპლიკაციის გადმოსაწერად ან გასაახლებლად კი მიჰყევით ბმულს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, სტატუსის მედალი ხელმისაწვდომი არ არის SOLO და WM მომხმარებლებისთვის.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე